სერხიო რამოსი: „ოქროს ბურთს“ ყოველთვის მბაპეს მივცემდი“

0
8

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის „რეალის“ ყოფილი კაპიტნის სერხიო რამოსის აზრით, „ოქროს ბურთს“ კილიან მბაპე იმსახურებს.
„ოქროს ბურთს“ ყოველთვის მბაპეს მივცემ. არა მხოლოდ ჩვენი მეგობრობის გამო, არამედ, მის მიერ ნაჩვენები შთამბეჭდავი შედეგებისთვის. ეს ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, მაგრამ არასოდეს იცი „ოქროს ბურთის“ კრიტერიუმები როგორია. მბაპეს გოლები გააქვს, „ოქროს ბუცი“ მიუგო, თუმცა „რეალი“ განვლილ სეზონში სხვა გუნდების მსგავსად ტიტულებს ვერ დაეუფლა.
ეს ინდივიდუალური ჯილდოა და არა კოლექტიური, მაგრამ არის რამდენიმე ძალიან საინტერესო მოთამაშე, რომელთაც თავისი ქვეყნის ჩემპიონატი და თასი მოიგეს. ეს მცირე დეტალებია, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი პირად მოსაზრებაზეა დამოკიდებული.
ჩემზე დამოკიდებული რომ იყოს, კილიანი მშვიდად იქნებოდა, რადგან სახლში 4-5 „ოქროს ბურთს“ წაიღებდა 5 ან 10 წლის განმავლობაში. ის ნიჭიერია და მიუხედავად იმისა, რომ „რეალს“ წლის განმავლობაში ტიტული არ მოუგია, კილიანმა საუცხოო სეზონი ჩაატარა“ – იუწყება რამოსის ნათქვამს RMC Sport.
ლაშა თაბაგარი