ვინისიუს ჟუნიორი არ მალავს, რომ მადრიდის „რეალთან“ ერთად მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს.
„ჩვენ პირველი საკლუბო ჩემპიონატის მოგება გვინდა, რადგან ხალხი პირველ ტურნირს არასოდეს ივიწყებს. „რეალს“ მხოლოდ ეს ჯილდო არ აქვს და ამიტომ, მისი დაუფლება გვსურს.
აქ ძალიან ცხელა. პირველი თამაში დღის 3 საათზე გვაქვს. კარგად უნდა მოვემზადოთ, რადგან ძალიან რთული იქნება“ – იუწყება ბრაზილიის ეროვნული გუნდის 24 წლის გარემარბის ნათქვამს Real Madrid TV.
„რეალი“ ჯგუფში საუდის არაბეთის „ალ-ჰილალს“ (18 ივნისი), მექსიკის „პაჩუკას“ (22 ივნისი) და ავსტრიის „რედ ბულს“ (27 ივნისი) შეხვდება.
ლაშა თაბაგარი





