მარკინიოსი: „მოტივირებული ვართ და ბოლომდე ვიხარჯებით“

0
6

პსჟ-ს კაპიტან მარკინიოსს მიაჩნია, რომ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ თამაში ძალიან რთულია, მაგრამ მისმა გუნდმა თავისი ძალა აჩვენა. მან ამის შესახებ აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის სტარტზე B ჯგუფში ესპანურ გუნდთან 4:0 მოგებული მატჩის მერე განაცხადა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიამ ორი საგოლე პასი შეასრულა.
„არასოდეს იცი როგორ დასრულდება მატჩი განსაკუთრებით მეტოქესთან, რომელსაც იცნობა და რომელიც თავს კარგად იცავს. „ატლეტიკოსთან“ თამაში ძალიან რთულია. ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგაში დავუპირისპირდით, მაგრამ ახლა ჩვენმა გუნდმა თავისი ძალა აჩვენა.
მიუხედავად იმისა, რომ ორი კვირის წინ ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, ჩვენ მოტივირებული ვართ და ბოლომდე ვიხარჯებით. ეს საოცარია. ასეთი სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ – მორიდებულები და მშვიდები ვიყოთ. ამჟამად, გუნდში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე ვარ. ბიჭების დახმარებას და მოტივირებას ვცდილობ, რადგან ისინი ჩემპიონები ახალგაზრდა ასაკში გახდნენ“ – იუწყება ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველის ნათქვამს RMC Sport.
ლაშა თაბაგარი