სიმეონე: „პსჟ-ს როდესაც დასჭირდა 70 მილიონად კვარაცხელია შეიძინა“

0
8

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელის დიეგი სიმეონეს თქმით, როდესაც პსჟ-ს მარცხენა ფლანგზე გაძლიერება დასჭირდა, ზამთარში ხვიჩა კვარაცხელიაში 70 მილიონი ევრო გადაიხადა. მან ამის შესახებ აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში პსჟ-სთან 0:4 მარცხის შემდეგ განაცხადა.
„ხულიან ალვარესმა „ცხრიანის“ პოზიციაზე ითამაშა, ხოლო ანტუან გრიზმანი მეორე თავდამსხმელის როლს ასრულებდა. ანტუანს გოლის გატანის საუცხოო შანსი ჰქონდა და მოედანზე ამიტომ შევუშვი.
პსჟ ახალგაზრდა ფეხბურთელების გუნდია. ლუის ენრიკეს როდესაც მარცხენა ფლანგზე გარემარბი დასჭირდა, კლუბმა მის შესაძენად იანვარში 70 მილიონი დახარჯა“ – იუწყება ესპანური მედია არგენტინელი სპეციალისტის ნათქვამს.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ 70 მილიონად სწორედ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი შეიძინა, რომელმაც „ატლეტიკოსთან“ მატჩში 2 საგოლე პასი შეასრულა.
ლაშა თაბაგარი