პოლ პოგბა „მონაკოს“ ელაპარაკება

0
12

პოლ პოგბამ შესაძლოა კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ში განაგრძსო. იტალიელის ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, 32 წლის ფეხბურთელი ორწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე „მონაკოს“ ელაპარაკება.
2023 წლის 11 სექტემბერს იტალიის სერია A-ს პირველ ტურში „უდინეზესთან“ (3:0) მატჩის შემდეგ, პოგბას სისხლში ტესტოსტერონის რაოდენობა გაზრდილი იყო. განმეორებითმა დოპინგ-ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. პოგბას ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს ანტისადოპინგო წესის დარღვევისთვისფრანგი 2023 წლის სექტემბრიდან „იუვენტუსთან“ ერთად აღარ ვარჯიშობს.
პოგბამ ანტისადოპინგო სააგენტოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო სასამართლოში წარმატებით გაასაჩივრა და 4-წლიანი დისკვალიფიკაცია 18 თვემდე შეუმცირეს. მას 2025 წლის მარტის თვიდან თამაშის უფლება აქვს.
ლაშა თაბაგარი