ჯონ ტერი: „ინგლისელ მწვრთნელებს შანსს არ აძლევენ“

0
4

ჯონ ტერის მიაჩნია, რომ ინგლისელ მწვრთნელებს პრემიერლიგაში თავის გამოჩენის შანსს არ აძლევენ.
„ჩემი ჟინი არ განელებულა. რა თქმა უნდა, მთავარი მწვრთნელობა მინდა. ეს დიდ დროს მართმევს, რადგან მატჩებს ვუყურებ და სამწვრთნელო კურსებზე დავდივარ – ამ შანსის მოლოდინში ბევრ დროს ვხარჯავ.
ეს რაც უფრო დიდი ხანი გრძელდება, უფრო დიდი შანსია, რომ საბოლოოდ ვთქვა: „იცით რა? მე ვაპირებ სხვა რამეზე ვკონცენტრირდე“. მე „ჩელსის“ და ინგლისის ნაკრების კაპიტანი ვიყავი. ამ გუნდებთან ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიე. მართლა არ ვიცი მთავარი მწვრთნელობის შესაძლებლობა რატომ არ მქონდა.
ჩემი აზრით, ინგლისელ მწვრთნელებს ისეთ შანს არ აძლევენ როგორც უცხოელებს, რომლებიც ტოპ ლიგებში არ დომინირებდნენ, მაგრამ პრემიერლიგაში თავის გამოჩენის შანსს მაინც იღებენ“ – იუწყება The Mirror ტერის ნათქვამს, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად ბირმინგემის „ასტონ ვილაში“ და „ლესტერში“ მუშაობდა.
ლაშა თაბაგარი