„ალ-ნასრი“ ლუჩანო სპალეტის სარფიან კონტრაქტს სთავაზობს

0
7

„ალ-ნასრის“ ხელმძღვანელებს მთავარ მწვრთნელად ლუჩანო სპალეტის მიწვევა სურთ. იტალიური მედიის ინფორმაციით, საუდის არაბეთის კლუბი, სადაც კრიშტიანუ რონალდუ გამოდის, სპალეტის ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს და მზადაა წელიწადში 18 მილიონი ევრო გადაუხადოს.
მხარეებს შორის კონტრაქტი უკვე შედგა, მაგრამ იტალიელ სპეციალისტი „ალ-ნასრის“ წინადადებას ჯერ არ დათანხმებულა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ სპალეტი „სკუადრა აძურას“ თავკაცის თანამდებობიდან დაითხოვა.
ლაშა თაბაგარი