გორის “დილას” სათავეში იტალიელი მწვრთნელი დიეგო ლონგო ჩაუდგა, რომელმაც პორტუგალიელი რიკარდო კოშტა შეცვალა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
“დილას” 49 წლის იტალიელი სპეციალისტი დიეგო ლონგო გაწვრთნის. იგი “დილაში” დანიშვნამდე იტალიის სერია C -ს კლუბ ,,სესტრის ” წვრთნიდა, ხოლო მანამდე მთავარი მწვრთნელალ ალბანურ კლუბებში მუშაობდა – “ტეუტა”, “ფლამურტარი” და “კუკესი”.
ასევე იყო მთავარი მწვრთნელის ასისტენტი კიევის “დინამოში”, საუდის არაბეთის “ალ ჰილალში” და ბერძნულ ,,პაოკში”.
მას აქვს სანაკრებო დონეზე მუშაობის გამოცდილებაც აქვს 2009-11 წლებში რუმინეთის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო”.
ლაშა თაბაგარი





