„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ბრაზილიელი თავდამსხმელი მათეუს კუნია „ვულვერჰემპტონიდან“ იყიდა. 26 წლის ფეხბურთელმა მანჩესტერელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეების თანხმობის შემთხვევაში თანამშრომლობა ავტომატურად კიდევ ერთი წელი გაგრძელდება.
„მანჩესტერ იუნატეიდს“ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფორვარდის შეძენა 62,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა.
კუნია „ვულვზში“ 2021 წელს მადრიდის „ატლეტიკოდან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 92 მატჩში 33 გოლი გაიტანა. ის ბრაზილიის ეროვნულ გუნდში 2021 წლიდან გამოდის და 15 შეხვედრაში მეტოქეთა კარი ერთხელ აიღო.
ლაშა თაბაგარი
