„სევილიას“ კაშიას და ყაზაიშვილის ყოფილი მწვრთნელი ჩაიბარებს

0
6

„სევილიას:“ მომავალ სეზონში მატიას ალმეიდა გაწვრთნის, რის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.
არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველმა ესპანურ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ის ხოაკინ კაპაროს შეცვლის, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში სევილიელთა თავკაცად ხავიერ გარსია პიმიენტას ნაცვლად დაინიშნა.
„სევილიამდე“ ალმეიდა არგენტინის „რივერ პლეიტს“ და „ბანფილდს“, მექსიკის „გვადალახარას“, აშშ-ს „სან ხოსეს“ და ათენის აეკ-ს ავარჯიშებდა. ის „სან ხოსეში“ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილის მწვრთნელი იყო.
გასულ სეზონში „სევილიამ“ 41 ქულა დააგროვა და 20-გუნდიან ესპანეთის ლა ლიგაში მე-17 ადგილი დაიკავა.
ლაშა თაბაგარი