„ატლანტა იუნაიტედი“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის MLS-ის მორიგ ტურში სტუმრად „ნიო იორკ სიტისთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა. მასპინძლებიდან 44-ე წუთზე ანგარიში მორალესმა გახსნა, ხოლო 55-ე წუთზე ბარკარმა თავისი გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა. 57-ე წუთზე სტუმართა კარი ვოლფმა აიღო, რომელმაც ორ წუთში დუბლი შეასრულა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონში MLS-ში ჩატარებულ 18 მატჩში 6 საგოლე პასი გააკეთა. “ატლანტა იუნატედი” 17 ქულით 15-გუნდიან აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
