ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას პლეი ოფის ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრების გამოცდილი მეფარის გიორგი შერმადინის “ტენერიფე” ვალენსიას ესტუმრა და მასპინძელ გუნდთან 65:83 დამარცხდა.
ვალენსიელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და პირველი ტაიმი 47:37 მოიგეს. დასკვნითი პერიოდის წინ, “ვალენსია” 8 ქულას იგებდა და შეხვედრაში ინტრიგაც რჩებოდა, თუმცა “ტენერიფემ” ბოლო 10 წუთში მხოლოდ 6 ქულის ჩაგდება შეძლო და მატჩი 18 ქულით დათმო.
გიორგი შერმადინმა პარკეტზე 18 წუთი დაჰყო და 3 ქულა, 3 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი 12 ივნისს, კვლავ ვალენსიაში გაიმართება. შეხსენებისთვის, ლიგა ენდესას რეგულარული პირველობა “ვალენსიამ” მეორე პოზიციაზე დაასრულა, “ტენერიფემ” – მესამეზე.
