“დილა” მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

0
22

გორის “დილას” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა რიკარდო კოშტამ დატოვა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
“ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ რიკარდო კოშტამ ოჯახური მიზეზების გამო ჩვენი კლუბი დატოვა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2024 წლის ეროვნული ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა და კონფერენც ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ამჟამად ჩვენი გუნდი მიმდინარე ჩემპიონატში მეორე ადგილზეა, რაც ბატონი რიკარდოს დიდი დამსახურებაა. გვსურს მადლობა გადავუხადოთ ბატონ რიკარდოს მისი შრომისთვის, პროფესიონალიზმისა და იმ თავდადებული შრომისთვის, რომელიც მან და მისმა გუნდმა ჩვენი გუნდისთვის გაწია. ჩვენი გუნდი წარმატებებს უსურვებს მას მომავალ კარიერაში.
ლაშა თაბაგარი