სენეგალის ფეხბურთელთთა ეროვნული ნაკრები აფრიკის კონტინენტის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც ინგლისი დაამარცხა.
ნოტინგემში გაამრთულ შეხვედრაში სენეგალელებმა მასპინძლებს 3:1 აჯობეს. ანგარიში მე-7 წუთზე ჰარი კეინმა გახსნა, ხოლო მე-40 წუთზე ისმაილა სარმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 62-ე წუთზე აფრიკელები ჰაბიბ დიარამ დააწინაურა, ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე კი ჩეიკ საბალიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ინგლისის ნაკრებმა მანამდე აფრიკელებთან ჩატარებული 21 შეხვედრიდან 15 მოიგო და 6 ფრედ დაასრულა.
ლაშა თაბაგარი
