„ლივერპული“ ფლორიან ვირცის სანაცვლოდ ლევერკუზენის „ბაიერს“ 150 მილიონ ევროს გადაუხდის ბონუსების გათვალისწინებით, იუწყება იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
ინგლისური გრანდი გერმანულ კლუბ 22 წლის შემტევი ნახევარმცველი ს ტრანსფერის თაობაზე უკვე შეუთანხმდა. გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმების გავლისთვის ემზადება, რის შემდეგ „ლივერპულთან“ კონტრაქტს გააფორმებს.
ვირცი „ბაიერში“ 2019 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 197 მატჩში 57 გოლი გაიტანა. ის 2023-2024 წლების სეზონში გერმანიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. შარშან, მან ლევერკუზენელებთან ერთად გერმანიის ჩემპიონატი და თასი დაუმარცხებლად მოიგო. გარდა ამისა, „ბაიერი“ ევროპა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც ბერგამოს „ატალანტასთან“ დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი





