რაიან შერკი „სიტიში“ ითამაშებს

0
27

„ლიონში“ გიორგი მიქაუტაძის აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელი რაიან შერკი კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების 21 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი 2030 წლის ივნისამდე გააფორმა.
„ლიონმა“ შერკის სანაცვლოდ 36,5 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო კიდევ 6 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, თუ მომავალში „სიტი“ შერკის გაყიდის, „ლიონი“ სატრანსფერო თანხიდან 15 პროცენტს მიიღებს.
შერკი „ლიონის“ აღზრდილია და პირველ გუნდში 2019 წლიდან გამოდიოდა – ყველა ტურნირში ჩატარებულ 185 მატჩში 29 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი