გვარდიოლამ „სიტიში“ რეინდერსს უხმო

0
4

„მანჩესტერ სიტიმ“ იტალიის „მილანიდან“ ნახევარმცველი ტიჯანი რეინდერსი შეიძინა, რის შესახებ ინგლისური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების 26 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. მის სანაცვლოდ „სიტიმ“ იტალიელებს 57 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო ბონუსების გათვალისწინებით შესაძლოა თანხა 70 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.
რეინდერსი „მილანმა“ ორი წლის წინ ნიდერლანდების „ალკმაარიდან“ შეიძინა. მან გასულ სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 54 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. ის სერია A-ს საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელეს.
ლაშა თაბაგარი