ბელგიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი კარიერას „ნაპოლიში“ გააგრძელებს. იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 33 წლის ფეხბურთელი ხუთშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
დე ბრუინი „სიტიში“ 2015 წლის ზაფხულიდან გამოდიოდა. მან ყველა ტურნიში ჩატარებულ 413 მატჩში 106 გოლი გაიტანა და 174 საგოლე პასი გააკეთა.
მან მანჩესტერელთა მაისურით 6-ჯერ ინგლისის პრემიერლიგა, ორჯერ ინგლისის ასოციაციის თასი, ხუთჯერ ინგლისის ლიგის თასი, სამჯერ ინგლისის სუპერთასი, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ლაშა თაბაგარი





