16-წლამდელების გამარჯვება ყაზახეთთან და ფრე აზერბაიჯანთან

0
5

საქართველოს 16 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები აზერბაიჯანში იმყოფებდა, სადაც ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა.
სანდრო კობახიძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი შეხვედრა ყაზახ თანატოლებთან გამართა და 2:1 სძლია. ჩვენი გუნდიდან მე-16 წუთზე ანგარიში ანდრია ბართიშვილმა გახსნა, რომელმაც 59-ე წუთზე დუბლი მიითვალა.ყაზახებიდან ერთადერთი გოლი 49-ე წუთზე რასულ აკიმოვმა გაიტანა.
მეორე შეხვედრაში ქართველმა 16-წლამდელები აზერბაიჯანელებთან 1:1 ითამაშეს. მასპინძლები 26-ე წუთზე სატარ ტაჰირზადემ დააწინაურა, 89-ე წუთზე კი გიორგი გორგაძემ საპასუხო ბურთი გაიტანა.
მაისურაძის შეგირდები მიმდინარე წლის შემოდგომაზე 17 წლამდე ნაკრების ეგიდით, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ისლანდიას და საბერძნეთს უმასპინძლებს. 3-გუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე თამაშს ორი  განაგრძობს.
ლაშა თაბაგარი