19-წლამდელებმა სომხეთს დიდი ანგარიშით აჯობეს

0
6

19-წლამდელებმა სომხეთს დიდი ანგარიშით აჯობეს საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც ვასილ მაისურაძე წვრთნის, მოლდოვის საერთაშორისო ტურნირში ბოლო მატჩი სომეხ თანატოლებთან ჩაატარა და 4:0 დაამარცხა. ჩვენი გუნდიდან ანგარიში მე-12 წუთზე ნიკოლოზ ჩიქოვანმა გახსნა, რომელმაც მე-20 წუთზე დუბლი შეასრულა. 30-ე წუთზე სომხების კარი დავით გოგილაშვილმა აიღო, რომელმაც 34-ე წუთზე თავის ანგარიშზე კიდევ ერთი გოლი ჩაიწერა. მანამდე, მაისურაძის შეგირდები პირველ მატჩში მოლდოვის 19-წლამდელებთან 1:2 წააგეს, ხოლო მასპინძელ 20-წლამდელებთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ. 19-წლამდელები მიმდინარე წლის 12-დან 18 ნოემბრამდე ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატიაში ითამაშებენ, სადაც მასპინძლების გარდა, სერბეთსა და გიბრალტარს დაუპირისპირდებიან. ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები 2026 წლის გაზაფხულზე ელიტ-რაუნდში იასპარეზებენ.
ლაშა თაბაგარი