საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც ვასილ მაისურაძე წვრთნის, მოლდოვის საერთაშორისო ტურნირში პირველი მატჩი მასპინძელ თანატოლებთან 1:2 წააგო.
პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ჩვენი გუნდიდან ანგარიში მცველმა გიორგი გვასალიამ გახსნა. 88-ე წუთზე ჩვენმა მეკარე გიორგი ყავლაშვილმა პენალტი მოიგერია. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ბულმაგამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ორ წუთში სავამ გამარჯვების გოლი გაიტანა. მაისურაძის შეგირდები მომდევნო თამაშს 8 ივნისს მოლდოვის 20-წლამდელთა ნაკრებთან ჩაატარებენ.
19-წლამდელები მიმდინარე წლის 12-დან 18 ნოემბრამდე ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატიაში ითამაშებენ, სადაც მასპინძლების გარდა, სერბეთსა და გიბრალტარს დაუპირისპირდებიან. ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები 2026 წლის გაზაფხულზე ელიტ-რაუნდში იასპარეზებენ.
ლაშა თაბაგარი
