გატუზო „ჰაიდუკიდან“ წავიდა

0
10

ჯენარო გატუზომ „ჰაიდუკის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობდა დატოვა. 47 წლის იტალიელმა სპეციალისტმა და კლუბის ხელმძღვანელებმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს.
იტალიის ეროვნული ნაკრების და „მილანის“ ექსნახევარმცველი სპლიტელებს სათავაში ერთი წლის წინ ჩაუდგა. „ჰაიდუკი“ ჩემპიონობისთვის ბოლო მომენტამდე იბრძოდა, მაგრამ საბოლოოდ მე-3 ადგილი დაიკავა.
„ჰაიდუკამდე“ გატუზო შვეიცარიის „სიონს“, „პალერმოს“, საბერძნეთის ოფის, „პიზას“, „მილანს“, „ნაპოლის“, „ვალენსიას“ და „მარსელს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი