სიმონე ინძაგიმ მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა, რის შესახებ იტალიური კლუბის პრესსამსახური იუწყება. მხარეებმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე 3 ივნისს შეხვედრის შემდეგ გაწყვიტეს.
ინძაგი „ინტერს“ 2021 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით მილანელებმა ერთხელ იტალიის ჩემპიონატი, ორჯერ იტალიის თასი და სამჯერ იტალიის სუპერთასი მოიგეს.
2023 წელს „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ 0;1 დამარცხდა, ხოლო 2025 წელს ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-სთან 0:5 წააგო.
სიმონე ინძაგი 1999-2010 წლებში რომის „ლაციოში“ თამაშობდა, რომლის მაისურით ერთხელ იტალიის ჩემპიონატი, 3-ჯერ იტალიის თასის, ხოლო თითოჯერ იტალიის სუპერთასი და უეფას სუპერთასი მოიგო. ის „ლაციოს“ 2016-2021 წლებში ავარჯიშებდა და იტალიის თასი მოაპოვებინა, ორჯერ კი იტალიის სუპერთასი.
იტალიური მედიის ინფორმაციით, 49 წლის სპეციალისტი სათავეში საუდის არაბეთის „ალ-ჰილალს“ ჩაუდგება.
ლაშა თაბაგარი
