მოდრიჩი კარიერას „მილანში“ გააგრძელებს

0
25

ხორვატიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ლუკა მოდრიჩი კარიერას „მილანში“ გააგრძელებს, რის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.
39 წლის ნახევარმცველი მილანელებთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეების შეთანხმების შემთხვევაში თანამშრომლობა კიდევ ერთი წელი გაგრძელდება. მისი ხელფასი წელიწადში 3,5 მილიონი ევრო იქნება.
22 მაისს „რეალმა“ გამოაცხადა, რომ მოდრიჩი გუნდს აშშ-ში 15 ივნისიდან 13 ივლისს ჩათვლით გასამართი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს.
„ოქროს ბურთის“ მფლობელი ხორვატი „რეალში“ 2012 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 590 მატჩში 43 გოლი გაიტანა.
მან ესპანეთის ლა ლიგა 4-ჯერ, ესპანეთის თასი 2-ჯერ, ესპანეთის სუპერთასი 5-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 6-ჯერ, უეფას სუეპრთასი 5-ჯერ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 5-ჯერ, ხოლო საკონტინეტთაშორისო თასი ერთხელ მოიგო.
ლაშა თაბაგარი