საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა სლოვაკეთში ევროპის ჩემპიონაატამდე ბოლო ამხანაგური მატჩში ავსტრიულ შეკრებაზე რუმინელ თანატოლებთან ჩაატარა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
რამაზ სვანაძის გაწვრთნილ გუნდს მეტოქის კართან სახიფათო მომენტი არ შეუქმნია და ყველაზე დასამახსოვრებელი პირველი ტაიმის მიწურულს ირაკლი აზაროვის მიერ დაახლოებით 20 მეტრიდან შესრულებული საჯარიმო დარტყმა იყო, რომლის განეიტრალება მეკარეს არ გაჭირვებია.
რუმნელებმა ერთდერთი გოლი 71-ე წუთზე გაიტანეს, როდესაც გიორგი მაისურაძის ზურგსუკან გაკეთებული კარგი პასის შემდეგ, მეკარესთამ პირისპირ გასულმა ანდრია ბორზამ დაარტყა და ლუკა ხარატიშვილმა ფეხით ბურთი ვერ მოიგერია.
სასიხარულოა, რომ ჩვენ გუნდში იტალიის „ტორინოს“ ცენტრალურმა მცველმა საბა საზონოვმა ითამაშა, რომელსაც მუხლიხ ჯვარედინი მყესის გაწყვეტის გამო 9 თვე გაუცდა. 21-წლამდელებში დებიუტი საგარეჯოს „გარეჯის“ გარემარბ ვახო ბედოშვილს ჰქონდა, რომელიც მანამდე არცერთ შეკრებაზე ყოფილა, ხოლო სვანაძემ ევროპირველობისთვის საბოლოო სიაში შეიყვანა. რუმინელებთან სპარინგი მიკროტრავმების გამო მცველმა საბა გოგლიჩიძემ და ნახევარმცველმა ნოდარ ლომინაძემ გამოტოვეს.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში პირველ თამაშს 11 ივნისს პოლონეთთან ჩაატარებს, 14 ივნისს საფრანგეთს შეხვდება, ხოლო 17 ივნისს – პორტიგალიას.
საქართველო – რუმინეთი 0:1 (0:0)
4 ივნისი. ფორაუ. „ურკრაფტ არენა“.
საქართველო: ხარატიშვილი, ხვადაგიანი (კ), საზონოვი (იაკობიძე, 46), აზაროვი (მამაცაშვილი, 60), მაისურაძე, ოთარ მამაგეიშვილი (ოსიყმაშვილი, 74), ეგოიანი (მორჩილაძე, 60), ბედოშვილი (ოდიშარია, 60), გაგნიძე (სიგუა, 46), კვერნაძე (გიზო მამაგეიშვილი, 60), გორდეზიანი (აბუაშვილი, 46).
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.
გოლი: 0:1 ბორზა (71)
ლაშა თაბაგარი
