„მილანის“ ხელმძღვანელებმა დაკავებული თანამდებობიდან მთავარი მწვრთნელი სერჟიო კონსეისაუ დაითხოვეს, რის შესახებ იტალიური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
„კლუბი მადლობას უხდის კონსეისაუს თავის გუნდთან ერთად პროფესიონალიზმისა და საქმისადმი თავდადებისთვის, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეში გუნდის ხელმძღვანელობის დროს გამოავლინეს“ – ნათქვამია „მილანის“ ოფიციალურ განცხადებაში.
50 წლის კონსეისაუ „მილანს“ სათავეში 2024 წლის დეკემბერში ჩაუდგა და წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი თავკაცობით გუნდმა იტალიის სუპერთასი მოიგო, ხოლო სერია A-ში მე-8 ადგილი დაიკავა.
ლაშა თაბაგარი
