ხვიჩა კვარაცხელია: „ოცნებები ხდება“

0
12

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაში პსჟ-ს გამარჯვებას თავის სოციალურ გვედზე გამოეხმაურა.
„ოცნებები ხდება“ – დაწერა საქართველოს ეროვნული ნაკრების და პარიზელთა ფორვარდმა, თან ჩემპიონთა ლიგსი თასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. მიუნხენის „ალიანს არენაზე“ გამართულ ფინალში პსჟ-მ მილანის „ინტერი“ 5:0 დაამარცხა, ხოლო კვარაცხელიამ ერთი გოლი გაიტანა.
კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა. ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსკაპიტან კახა კალაძის შემდეგ მეორე ქართველია, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. კალაძემ სამ ფინალში ითამაშა და თასი ორჯერ აღმართა. კვარაცხელია ასევე პირველი ქართველია, რომელმაც ერთ სეზონში ე,წ „ტრებლი“ მოიგო – საფრანგეთის ჩემპიონატი, თასი და ჩემპიონთა ლიგა. მან ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 9 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. 24 წლის ხვიჩამ საფრანგეთის ლიგა 1-ში 14-ჯერ ითამაშა – 4 გოლი და 3 საგოლე პასი. ის გასული სეზონის პირველი წრეში „ნაპოლიში“ გამოდიოდა, რომლის მაისურით იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 14 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ლაშა თაბაგარი