მარესკა: „ფინალში შესაძლოა ყველაფერი მოხდეს“

0
7

ლონდონის „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელს ენცო მარესკას მიაჩნია, რომ ფინალში შესაძლოა ყველაფერი მოხდეს. მან ამის შესახებ კონფერენს ლიგის ფინალში  პოლონეთის ქალაქ ვროცლავში სევილიას „ბეტისთან“ დღეს გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„კარგი განწყობა გვაქვს. თუმცა, ვიცით, რომ ფინალი რაღაც განსხვავებულია – ეს ერთი თამაშია და შესაძლოა ყველაფერი მოხდეს. უკვე რამდენჯერმე ვთქვი, რომ ჩემთვის ეს სეზონი კარგი აღმოჩნდა და შესაძლოა, ძალიან კარგი ყოფილიყო თუ ადგილს პირველ ოთხეულში ან ხუთეულში დავიკავებდით. პირველი მიზანი მიღწეულია – ის გასულ კვირას შევასრულეთ. ახლა მეორე ამოცანის გადაწყვეტის შანსი გვაქვს.
კონფერენს ლიგა მნიშვნელოვანი ტურნირია. თუ მოვიგებთ კარგი იქნება, რადგან გამარჯვებულის მენტალიტეტის ფორმირებას ვაგრძელებთ. მის ფორმირებას ვერ შეძლებთ თუ მატჩებს ვერ მოიგებთ. ფინალში ჩვენ გამარჯვებისკენ სწრაფვა კიდევ ერთხელ უნდა გამოვავლინოთ“ – იუწყება იტალიელის სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
„ჩელსი“ – „სევილიას“ შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი