გიორგი წიტაიშვილმა მიმდინარე სეზონში „გრანადას“ მაისურით სეგუნდა დივიზიონში მეშვიდე გოლი გაიტანა. ბოლოსწინა 41-ე ტურში გრანადელებმა „კასტელონი“ მიიღეს და 2:1 დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული გუნდის გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 26-ე წუთზე საჯარიმოში მყოფმა თანაგუნდელისგან მიიღო ბურთი, რომელიც ერთი შეხებით დაამუშავა, ხოლო მეორეთი კარში გადაგზავნა – 1:0. ის 59-ე წუთზე შეცვალეს. მან ამ სეზონში 7 გოლის გარდა, 3 საგოლე პასი მიითვალა. „გრანადას“ 65 ქულა აქვს და 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა – ერთი ქულით ჩამორჩება ლა ლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის ზონას.
ლაშა თაბაგარი





