ზურაბ თევზაძემ „ჟენისის“ შემადგენლობაში ყაზახეთის პრემიერლიგაშ თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-10 ტურში „ჟენისი“ „ასტანას“ ესტუმრად და 2:4 წააგო. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და მე-4 წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ერთი შეხებით კარში გადაგზავნა. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში 10 მატჩი ჩაატარა. 30 წლის თევზაძე ყაზახურ კლუბში მეორე სეზონს ატარებს. „ჟენისი“ 6 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
