ბერიძემ სეზონი გოლით დაამთავრა

0
14

გიორგი ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატი გოლით დაასრულა. ბოლო ტურში „უიპეშტი“, სადაც ბერიძე თანამემამულე დავით კობოურთან ერთად გამოდის, გასვლაზე მტკ-ს შეხვდა და 3:1 დაამარცხა. სტუმრებში ორივე ქართველმა ლეგიონერმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 56-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასულმა ბერიძემ მეტოქის კარი აიღო. ის მე-80 წუთზე შეცვალეს. 28 წლის ფორვარდი „უიპეშტს“ ზამთარში შეუერთა და 13 მატჩში თავი ორჯერ გამოიჩინა. მასპინძლების განაცხადში ტრავმირებული მცველი ილია ბერიაშვილი არ იყო. მტკ 46 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზე გავიდა, ხოლო „უიპეშტმა“ 41 ქულით სეზონი მე-7 პოზიციაზე დაასრულა.
ლაშა თაბაგარი