ვლადიმერ მამუჩაშვილმა ტირასპოლის „შერიფში“ ჩატარებულ სადებიუტო სეზონში მოლდოვის თასი მოიგო.
ფინალში ტირასპოლელებმა „მილსამი“ 2:1 დაამარცხეს, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო. მამუჩაშვილმა ჩემპიონატში ჩატარებულ 19 მატჩში 6 გოლი გაიტანა, ხოლო თასზე 3-ჯერ ითამაშა და 2 გოლი შეაგდო. მოლდოვის ყველაზე ტიტულიანი კლუბი „შერიფი“ ზედიზედ მეორე სეზონი ვერ გაჩემპიონდა და მე-3 ადგილზე გავიდა.
ლაშა თაბაგარი
