კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო

0
11

ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმთან“ ერთად ავსტრიის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო. საჩემპიონო ჯგუფის ბოლო მე-10 ტურში გრაცელებმა „ვოლფსბერგს“ უმასპინძლეს, სადაც სანდრო ალთუნაშვილი ირიცხება და გუნდებამ ქულები გაიყვეს – 1:1. ფრე „შტურმისთვის“ საკმარისი აღმოჩნდა, რომ 40 ქულა დაეგროვებინა და მეორე ადგილზე გასული „ზალცბურგისთვის“ 2 ქულით გაესწრო.
კიტეიშვილმა მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო „ვოლფსბერგის“ სასტარტოშო მყოფი ალთუნაშვილი 75-ე წუთზე შეცვალეს. „შტურმი“ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს, ხოლო „ვოლფსბერგმა“ კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონობის გარდა, კიტეიშვილი მიჯრით მეორედ ავსტრიის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
ლაშა თაბაგარი