კიტეიშვილს ზედიზედ მეორე ჩემპიონობამდე ქულა აშორებს

0
24

გრაცის „შტურმი“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფის მე-9 ტურში სტუმრად ვენის „რაპიდთან“ 1:3 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, რომელიც ავსტრიაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს, შეუცვლელად ითამაშა. ბოლო ტურის წინ „შტურმს“ 39 ქულა აქვს და 6-გუნდიან ჯგუფში პირველ ადგილზეა. გრაცელები 3 ქულით ასწრებენ მეორეადგილოსან ვენის „რაპიდს“ და მიჯრით მეორე ჩემპიონობას მხოლოდ 1 ქულა აშორებს.
„ვოლფსბერგმა“, სადაც სანდრო ალთუნაშვილი ირიცხება, შინ ვენის „აუსტრიასთან“ 1:2 წააგო და 36 ქულით მესამე პოზიციაზე დაქვეითდა. ქართველო ნახევარმცველი, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ გუნდიდან წასვლას აპირებს განაცხადში არ იყო.
ლაშა თაბაგარი