არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელს სკალონიმ ორ ლეგენდარულ ფეხბურთელს აწ გარდაცვლილ დიეგო მარადონას და ლიონელ მესის შედარების დროს, არჩევანი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის კაპიტნის სასარგებლოდ გააკეთა.
„მე მესის ავირჩევ, რადგან მასთან ერთად ვმუშაობ და ვიცი რა დონის ფეხბურთელია. ჩემი აზრით, მათი შედარება უსარგებლოა, რადგან ორივეს თამაშით უნდა დატკბე. დარწმუნებული ვარ, ორივე გაიბრჭყინებდა 70-იან, 80-იან, 90-იან წლებში და ახლაც, რადგან კარგი ფეხბურთელი ყოველთვის კარგი ფეხბურთელია“ – განუცხადა სკალონიმ ჟურნალისტ ალფრედო პედულას.
8 „ოქროს ბურთის“ მფლობელმა 37 წლის მესიმ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი, ოლიმპიადა და ორჯერ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი მოიგო. მარადონამ არგენტინელებს 1986 წელს მუნდიალზე გაამარჯვებინა.
ლაშა თაბაგარი





