მუსელიანის გოლი, კაკაბაძის საგოლე

0
11

ზურაბ მუსელიანმა კვიპროსში სეზონი გოლით დაასრულა. ჩემპიონატის ბოლო ტურში „პარალიმნიმ“ „ეთნიკოსი“ მიიღო და 4:2 აჯობა. მასპინძლებში ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და 58-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, კუთხურის ჩაწოდების შემდეგ, თავით გაიტანა – 3:2. მან თავის სადებიუტო სეზონში „პარალიმნის“ მაისურით მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო. „პარალიმნიმ“ ამ მატჩის მოგებით კვიპროსის უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.
პოლონეთის ექსტრაკლასას 32-ე ტურში „კრაკოვია“, რომლის კაპიტანი ოთარ კაკაბაძეა, სტუმრად „კატოვოცესთან“ 1:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 36-ე წუთზე მისი გადაცემის შემდეგ, ამირ ალ ამარიმ ანგარიში გაათანაბრა. „კრაკოვია“ 45 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი