მარტინ დემიკელისი “მონტერეიდან” გაუშვეს

0
11

მარტინ დემიკელისი „მონტერეის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაუშვეს, რის შესახებ მექსიკური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
არგენტინის ეროვნული ნაკრების 44 წლის ყოფილი ნახევარმცველი „მონტერეის“ 2024 წლის აგვისტოდან ავარჯიშებდა. მიმდინარე სეზონში მისი ხელმძღვანელობით გუნდმა რეგულარულ ჩემპიონატში მე-7 ადგილი დაიკავა და ოქროს მედლებისთვის ბრძოლას მეოთხედფინალში გამოეთიშა.
დემიკელისი, რომელსაც კარიერის განმავლობაში „ბაიერნში“, „მანჩესტერ სიტიში“ და „ატლეტიკოში“ უთამაშია, 2022-2024 წლებში მშობლიურ „რივერ პლეიტს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი