არაბულის გოლი და ტრავმა

0
15

ბაჩანა არაბულმა „უნირეას“ რიგებში რუმინეთის ჩემპიონატში თავისი მეორე გოლი გაიტანა. ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი „უნირეა“ გასვლაზე „ბოტოშანს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
არაბული მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა და ორ წუთში ანგარიში გახსნა, როდესაც მარცხნიდან ფლანგიდან თანაგუნდელის პასის შემდეგ, საჯარიმოში მყოფმა ვარდნაში ზუსტად დაარტყა.  თუმცა, გოლის გატანის მომენტში დაშავდა და შეცვალეს. „უნირეა“ 21 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოსწინაა.