ხვიჩა კვარაცხელიას თქმით პსჟ-ში ადაპტაცია წარმატებით გაიარა და ფრანგულ კლუბში ბედნიერია.
„ზამთრის ტრანსფერი ყოველთვის რთულია, რადგან ახალ გუნდში სეზონის შუაში მიდიხარ და ადაპტაციისთვის ცოტა დრო გაქვს. ვფიქრობ, ადაპტაციის პერიოდი წარმატებით გავიარე, რაც კლუბის პერსონალის, მწვრთნელების და რა თქა უნდა მოთამაშეების დამსახურებაა.
თავს ბედნიერად ვგრძობ და ეს მეხმარება მოედანზე ჩემი ადგილი ვიპოვო. პირველი წუთიდან გულშემატკივრების დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი. შემდეგ, როდესაც მოედანზე გავედი თავს ერთდროულად ბედნიერ და მნიშვნელოვან მოთამაშედ ვგრძნობდი“ – იუწყება საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
კვარაცხელის პსჟ-ში იანვარში იტალიის „ნაპოლიდან“ გადავიდა. მან პარიზული კლუბის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 21 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი
