ლუის ენრიკე: „არსენალი“ პსჟ-ს ჰგავს“

0
18

ლუის ენრიკეს ლონდონის „არსენალი“ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად მიაჩნია, რომელიც სათამაშო სტილით პსჟ-ს ჰგავს. ესპანელმა სპეციალისტმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში სტუმრად „არსენალთან“ გასამართ პირველ მატჩამდე განაცხადა. ცნობისთვის, პსჟ-ს გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია კარიერაში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველად ითამაშებს.
„არსენალი“ პსჟ-ს ჰგავს. ამ გუნდს კოლექტიურად შეტევა და თავდაცვა შეუძლია. მის რიგებში ტოპ ფეხბურთელები თამაშობენ როგორც ჩვენთან, მაგრამ „არსენალი“ მხოლოდ მათზე დამოკიდებული არაა.
არის თუ არა „არსენალი“ საუკეთესო გუნდი, რომელსაც ჩვენ შევხდით? ამის თქმა რთულია. ნებისმიერ შემთხვევაში ეს გუნდი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა, ისევ როგორც პსჟ.
ჩვენი მიზანია, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ და ტურნირის ის სტადია გადავლახოთ, რომელსაც შარშანაც მივაღწიეთ. რთულად მისაღწევი მიზანია. თუმცა, ეს წნეხი არ „გვახრჩობს“, რადგან ამბიციურები ვართ. როდესაც ვამბობთ, რომ ისტორიის შექმნა გვსურს, იმას ვგულისხმობთ, რომ ჩვენამდე ეს ვერავინ შეძლო“ – იუწყება ფრანგული მედია ლუის ენრიკეს ნათქვამს.
„არსენალი“ – პსჟ-ს მატჩი დღეს ლონდონის „ემირეითსზე“ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი