გაიმართა სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალური შეხვედრები.
სათამაშო დღის პირველ შეხვედრაში, იბერია 1999-მა დინამო თბილისი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი მე-12 წუთზე ვახო ბედოშვილმა გაიტანა.
მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, გორის დილამ ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა. გატანილი გოლების გარეშე დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, მატჩის ბედი ტორპედოს კაპიტნის, ვლადიმერ მამუჩაშვილის მიერ 73-ე წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა.
სუპერთასის ფინალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი იბერია 1999 და ქუთაისის ტორპედო დაუპირისპირდებიან, 1 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მესამე ადგილისთვის მატჩში გორის დილა დინამო თბილისს უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.





