მამაცაშვილის ზედიზედ მეორე გოლი შვედეთში

0
13

საბა მამაცაშვილმა შვედეთის უმაღლეს დივიზიონში გოლი ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. მე-6 ტურში „სირიუსმა“, რომელშიც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მარცხენა მცველი გამოდის „ჰალმსტადს“ უმასპინძ;ა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
მამაცაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 31-ე წუთზე ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო, ფინტებით ორ მცველს თავ-გზა აუბნია, რის შემდეგ ანგარიში გაათანაბრა.
„სირიუსს“ 5 ქულა აქვს და 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი