„კოპენჰაგენმა“, სადაც გიორგი გოჩოლეიშვილი გამოდის, დანიის ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. საჩემპიონო ჯგუფოს მე-6 ტურში კოპენჰაგენელებმა სტუმრად „ორჰუსს“ 3:1 აჯობეს. საქართველსო ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. „კოპენჰაგენი“ 53 ქულით 6-გუნდიან ჯგუფში პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან „მიდტიულანდს“ ქულით ასწრებს.
კვიპროსის ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს გიორგი ქვილითაიას ლიმასოლის „არისი“. საჩემპიონო ჯგუფის მე-7 ტურში ლიმასოლელებმა შინ ლარნაკას აეკ-ი 1:0 დაამარცხეს. ჩვენი ეროვნული გუნდის ფორვარდი სასტარტოში არ იყო და თამაშში მე-80 წუთზე ჩაერთო.
ლაშა თაბაგარი





