ლუის ენრიკე: „არ ვფიქრობ, რომ შედეგი სამართლიანია“

0
2

პსჟ-ს მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურში შინ „ნიცასთან“ 1:3 წაგება უსამართლოდ მიაჩნია. მანამდე, პარიზელებს ჩემპიონატში ზედიზედ 30-ჯერ არ წაეგო. პსჟ ევროპის ტოპ 5 ლიგის ბოლო გუნდია, რომელიც შიდა ასპარეზზე დამარცხდა.
„პირველ ყოვლისა „ნიცას“ ვულოცავ, რომელმაც ასპროციანტიანი ეფექტურობა აჩვენა. მეტოქე პირველ ტაიმში ჩვენს კარს ერთხელ მიუახლოვდა და გოლი გაიტანა. ამის შემდეგ ორი მომენტი ჰქონდა, რომელთა რეალიზება შეძლო და ძალიან მაღალი ეფექტურობა აჩვენა.
არ ვფიქრობ, რომ შედეგი სამართლიანია. ჩვენ მთელი მატჩის განმავლობაში კარგად ვითამაშეთ. შესვენების წინ ფრეზე უფრო მეტს ვიმსახურებდით, ხოლო მეორე ტაიმში გოლი ნიცელთა მიერ შექმნილი პირველივე მომენტის მერე გავუშვით. მოულოდნელი შედეგია, მაგრამ მსგავსი რამ ხდება.
ჩვენ გვსურდა რეკორდების მოხსნა გაგვეგრძელებინა, მაგრამ ჩემპიონატს წაუგებლად ვერ დავასრულებთ. თუმცა, ეს ჩვენს მიზანს არ ცვლის – ჩემპიოთა ლიგის ფინალში გასვლა გვსურს“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს ფრანგული მედია.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-სთან შეუცვლელად ითამაშა.
ლაშა თაბაგარი