გიორგი პაპუნაშვილმა მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის პრემიერლიგაშ თავისი მე-6 გოლი გაიტანა. 31-ე ტურში „ზირემ“, რომელშიც პაპუნაშვილი თანამემამულე დავით ვოლკოვთან ერთად გამოდის „სუმგაითი“ მიიღო და 3:1 დაამარცხა. სასტარტოში მყოფმა პაპუნაშვილმა მე-6 წუთზე ბურთი საჯარიმოში ორ მეტოქეს გვერდი აუარა და ანგარიში გახსნა. ის 79-ე წუთზე შეცვალეს. ამ სეზონში პაპუნაშვილის ანგარიშზე 6 გოლის გარდა, 3 საგოლე პასია. ვოლკოვს ტრავმის გამო არ უთამაშია, ხოლო სტუმრებში გიორგი ხარაიშვილი მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა. „ზირე“ 61 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





