დავითაშვილმა დერბიში მიქაუტაძე დაამარცხა

0
17

საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ შინ უპრინციპულეს დერბიში „ლიონი“ დაამარცხა, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ორივე ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო – დავითაშვილი 89-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მიქაუტაძემ მოედანზე ორი ტაიმი გაატარა.
მასპინძლებიდან მე-10 წუთზე ანგარიში სტასინმა გახსნა – 1:0. 35-ე წუთზე დავითაშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ბურთი თავს ზემოთ არაზსუტად გადაუგდო.
პირველი ტაიმის მიწურულს გულშემატკივრის მიერ ტრიბუნიდან ნასროლი საგანი გვერდით მსაჯს თავში მოხვდა და თამაში საკმაოდ დიდი ხანი გაჩერდა.
ზურიკოს მომენტი მეორე ტაიმშიც ჰქონდა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილს მეკარემ აუღო. 67-ე წუთზე სტასინმა დუბლი შეასრულა – 2:0.
52-ე წუთზე მიქაუტაძემ ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 71-ე წუთზე მარცხნიდან „სენტ-ეტიენის“ საჯარიმოში შესულმა ფოფანამ გადაცემა ქართველმა ფორვარდს გაუკეთა, რომლის დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა. 75-ე წუთზე მიქაუტაძე ბურთს ატარებდა, რომელსაც საბოლოოდ ოდანვ შეეხო და საგოლე პასი გამოუვიდა ტესმანის მიმართ. რომელმაც ერთი ბურთი გაქვითა – 2:1.
„ლიონი“ 51 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა, ხოლო „სენტ-ეტიენი“ 27 ქულით ბოლოსწინაა.
ლაშა თაბაგარი