კაშიას „სლოვანის“ რევანში ტრნაველებთან

0
61

ბრატისლავას „სლოვანმა“, სადაც გურამ კაშია გამოდის, თასის 1/2-ფინალიდან გავარდნის შემდეგ, თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქე ტრნავის „სპარტაკთან“ რევანში სლოვაკეთის ჩემპიონატში აიღო.
საჩემპიონო ჯგუფის მე-6 ტურში უფროსი ვლადიმერ ვაისის გაწვრთნილები ტრნაველებს სტუმრად დაუპირისპირდნენ და 3:2 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა. მოქმედი ჩემპიონი „სლოვანი“ 63 ქულით 6 გუნდს შორის პირველ ადგილზეა.
უკრაინის პრემიერლიგის 25-ე ტურში დონეცკის „შახტარი“ შინ „კოლოსთან“ 2:4 დამარცხდა. მასპინძლების განაცხადში ჩვენი ეროვნული გუნდის მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი იყო, რომელსაც არ უთამაშია. სტუმრების სასტარტოში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსნახევარმცველი ნიკა გაგნიძე მოხვდა, რომელმაც მოედანი 89-ე წუთზე დატოვა. „შახტარი“ 53 ქულით 16 გუნდში მესამეა, ხოლო „კოლოსი“ 27 ქულით მეათეა.
ლაშა თაბაგარი