ლაცაბიძის პირველი საგოლე პასი უკრაინაში

0
16

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მცველმა ლუკა ლაცაბიძემ, რომელიც ეროვნული გუნდის შეკრებაზეც გამოიძახეს, უკრაინის პრემიერლიგაში თავისი პირველი საგოლე პასი შეასრულა,
25-ე ტურში ოდესის „ჩერნომორეცი“, სადაც ლაცაბიძე გამოდის, გასვლაზე რივნეს „ვერეს“ შეხვდა და 1:2 დამარცხდა. სტუმრები ქართველი მცველის პასის შემდეგ მე-8 წუთზე იანაკოვმა დააწინაურა, მაგრამ დარჩენილ დროში ანგარიში ვერ შეინარჩუნეს. ლაცაბიძემ, რომელიც „ჩერნომორეცში“ „შახტარიდანაა“ განათხოვრებული შეუცვლელად ითამაშა. ოდესელებს 18 ქულა აქვთ და 16 გუნდში ბოლოსწინა ადგილზეა არიან.
უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის 28-ე ტურში „ფეჰერვარი“ თავის მოედანზე მტკ-ს დაუზავდა. მასპინძლებში ქართველმა მცველმა ალექსანდრე კალანდაძემ შეუცვლელად ითამაშა, ისევე როგორც სტუმრებში უკანახაზელმა ილია ბერიაშვილმა. მტკ 42 ქულით 12 გუნდში მე-5 ადგილზეა, ხოლო „ფეჰერვარი“ 31 ქულით მერვეა.
ლაშა თაბაგარი