გოგლიჩიძის „ემპოლიმ“ უშუალო კონკურენტს ვერ მოუგო

0
69

იტალიის სერია A-ში დარჩენისთვის მებრძოლმა „ემპოლიმ“, რომელშიც საბა გოგლიჩიძე თამაშობს, 33-ე ტურში შინ უშუალო კონკურენტ „ვენეციას“ ვერ აჯობა – 2:2.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. საბა საზონოვი ისევ მკურნალობს და ამიტომ განაცხადში არ იყო.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, „ემპოლი“ 59-ე წუთზე ფაცინიმ დააწინაურა, ხოლო 68-ე წუთზე იაებოამ საპასუხო ბურთი გაიტანა. სტუმრების 85-ე წუთზე წინ ბუსიომ გაიყვანა, მაგრამ ორი წუთში მასპინძლებიდან თავი ანჯორინმა გამოიჩინა.
„ემპოლის“ ზედიზედ 18 თამაშია არ მოუგია (6 ფრე და 12) წაგება – 25 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი