ოთარ კაკაბაძემ „კრაკოვიას“ მაისურით მიმდინარე სეზონში პოლონეთის ექსყტრაკლასაში თავისი მესამე გოლი გაიტანა. 29-ე ტურში კრაკოველები გასვლაზე სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე მყოფ „ლეხს“ დაუპირისპირდნენ და 1:2 დამარცხდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა გუნდს შეუცვლელად უკაპიტნა. მასინძლები 38-ე წუთზე იშაკმა დააწინაურა, ხოლო 70-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ბიედრჟუკის გადაცემის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა კაკაბაძემ ბურთი მიწაზე დაუშვებლად კარში გადაგზავნა – 1:1. 76-ე წუთსე პოზნანელებიდან თავი აფონსო სოუზამ გამოიჩინა და ეს გოლი მატჩში საბოლოო აღმოჩნდა. ამ სეზონში კაკაბაძემ სამი გოლის გარდა, ერთი საგოლე პასი მიითვალა. „კრაკოვია“ 42 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
